ყაჩაღობა სასტიკი ძალადობის გამოყენებით. ბაღდათში, სოფელ როხში სამი შეიარაღებული პირი თავს ოჯახს დაესხა და ფული წაიღო. სავარაუდოდ ბოროტმოქმედები ადგილობრივები არიან, მაგრამ მათი იდენტიფიცირება პოლიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო. სოფელში მომხდარზე ლაპარაკისაც კი ეშინიათ. ვინც მედიასთან საუბარს ბედავს, ამბობს, რომ თუ მოძალადეებს დროულად არ დააკავებენ, სოფელში არჩევნები ჩაიშლება.