logo
ENG

29 ივნისი, 2024 | 20:13
ჩვენი გმირები - შაბათის ფორმულა

ისტორია დაწერილია. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი მეოთხედ აჟღერდება, მეოთხედ ჯვაროსნები მთელს მსოფლიოს - გერმანიის მოედნიდან კიდევე ერთხელ აჩვენებენ - ისეთ თამაშს თითქოს ის უკანასკნელი იყოს. თავდადება, ერთობა, შემართება - ეროვნულმა გმირებმა თავი მსოფლიოს უკვე შეაყვარეს. ის რაც წლების განმავლობაში ვერავინ შეძლო, შეძლეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, ერი გააერთიანეს. პორტუგალიასთან შთამბეჭდავი თამაშისა და მოგების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები პლეიოფში თამაშობს. ხვალ ამ ჯგუფის პირველი და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, ტურინის ფავორიტთან - ესპანეთთან. ისტორიულ თამაშს საქართველოს მსგავსად - ყველგან მოუთმენლად ელოდებიან.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა