არა - გაყალბების გამოძიება, არამედ გაყალბების დამალვა. პროკურატურას პოლიტიკური პარტიები სრულ უნდობლობას უცხადებენ. ერთერთი მთავარი მოთხოვნა ვერიფიკაციის აპარატებს უკავშრდება, რომელიც ახლა პროკურატურის ხელშია.
ხელისუფლება არ დასთანხმდა აპარატებში ჩატვირთული ინფორმაციის გადამოწმებას, უფრო მეტიც, ის ცესკოდან პროკურატურაში წაიღო და ამით მისკენ ყველა გზა ჩაკეტა. ასეთი ვითარება ხელისუფლებას მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობასაც აძლევს.