119-ე საჯარო სკოლაში მასწავლებლები და მშობლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ ადგილზე „ოცნების“ წარმომადგენელი გამოჩნდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა და მასწავლებლებმა მისი ტერიტორიიდან გაყვანა მოითხოვეს.