მთაწმინდაზე მოკლული მამუკა ლომიძის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. არჩილ შადურს კი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაშია, განზრახ მკვლელობის დახმარებას ედავებიან და 13-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა