logo
ENG

დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს

18 დეკ 201920:13
3 წუთის საკითხავი
 
e5ol2sdy0z5mzfg.jpg

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს დავით ქაცარავას გორის პოლიციის სამმართველოში ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სოფელ ხურვალეთში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ქაცარავასა და რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მაშინ დაზიანებები დავით ქაცარავამაც მიიღო და საავადმყოფოშიც მოხვდა.

ქაცარავა მის წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. ტიტუშკები მისთვის პროვოკაციის მოსაწყობად მიუგზავნა.

„ასეთი იურიდიული კაზუსის შესახებ არ მსმენია, რომ ადამიანი დაზარალებულადაც იყოს ცნობილი და წაეყენოს ბრალი. ბუნებრივია ეს ჩემთვის არის ზეწოლა და გაგრძელება იმ ჯაჭვისა, რომელიც დაიწყო რამდენიმე კვირის წინ. გავაკეთე განცხადება, რომ იყო მუქარა. სანდო წყაროებმა მაცნობეს, რომ ხელისუფლება აპირებდა ჩემს დაჭერას იარაღის ჩადებით, ასევე გაფრთხილება იყო, რომ ჯერჯერობით ჩემს ოჯახს არ ეხებიან. ყველაფერს ველოდები, როგორც დაკავებას ასევე გამართლებას. ეს ადამიანები გვერდითა სოფლის მაცხოვრებლები იყვნენ დაკავშირებული „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან და აქტივისტებთან“, - განაცხადა დავით ქაცარავამ. 

 


close დახურვა