"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყებაში მისი დაბარება, სავარაუდოდ, იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა. პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში ეწერა, რომ "ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები მოხდა". ბოკერია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე ბოლოს 2014 წელს იმყოფებოდა.
„ეს არის ძველი საქმე, რომელზეც 5 წელი, თუ მეტი არა, არ გავხსენებივარ. პროკურატურაში არ მივალ. ჩემი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება. დაველოდები, როდის დამიბარებს მოსამართლე. თუ არ ვცდები 2014 წელს ვიყავი ბოლოს ამ საქმის გამოკითხვაზე. მაშინ გამომკითხეს უშიშროების საბჭოს საქმიანობაზე. არ მახსოვს, რომ მაშინ ჩემ გარდა ვინმე დაეკითხათ. მაშინაც საქმე იყო აბსურდული და ახლაც. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს გაახსენდათ ეს საქმე. ივანიშვილს აქვს იმის ილუზია, რომ მსგავსი ქმედებებით რამეს იზამს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.