logo
ENG

მორიგი შესაძლო ძალადობის ფაქტი პოლიციელების მხრიდან - ნაცემია ადვოკატი

19 დეკ 201907:55
3 წუთის საკითხავი
 
mylieoxnv6sonn8.jpg

მორიგი შესაძლო ძალადობის ფაქტი პოლიციელების მხრიდან. იურისტები სამართალდამცველებს ადვოკატ მიშა შაქარაშვილის ცემაში ადანაშაულებენ. როგორც შაქარაშვილის ოჯახის ახლობლები და მისი კოლეგები ყვებიან, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ადვოკატს ოჯახის წევრმა დაურეკა და მისივე საკუთრებაში მქონე ბინაში მისვლა თხოვა.

ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ადგილზე მისულ შაქარაშვილს სახლში პოლიციელები დახვდნენ, რომლებიც სახლს ჩხრეკდნენ. ამის შემდეგ მიშა შაქარაშვილსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შაქარაშვილის ახლობელი ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა მამაკაცი სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ის თბილისში გადმოიყვანეს და ბრალი წაუყენეს. 

კობაიძის თქმით, ადვოკატი მოსამართლემ საქმეში არარსებული მტკიცებულებების გამო გაათავისუფლა.

"მივიდა როგორც ბინის მეპატრონე და ცდილობდა გაერკვია რა ხდებოდა. ამასზე ფიზიკურად იძალადეს. მისი უფლებები დაირღვა, როდესაც ტელეფონი ჩამოართვეს. თბილისში ჩამოიყვანეს და სასამართლო მოუწყეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო, სასამართლომ იგი გაათავისუფლა", - აღნიშნა კობაიძემ. 

კოლეგებმა მომხდარზე უკვე აცნობეს გენერალურ ინსპექციას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

 

 

 

 



close დახურვა