კომუნისტი სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის და რელიგიური საკითხებით სპეკულაციის შემდეგ, ახლა კრემლის რბილი ძალა რუსული ენის სწავლების ეგიდით გააქტიურებას გეგმავს. მსგავსი დავალება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გასცა. დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში რუსული კულტურის ცენტრი გახსნას გრიგორი კარასინი აანონსებს. "ეს ცენტრი რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - განაცხადა კარასინმა ქართველ კოლეგასთან ზურაბ აბაშიძესთან ბოლო შეხვედრის შემდეგ. გრიგორი კარასინი იმედს გამოთქვამს, რომ რუსული ღონისძიებები საქართველოში ინციდენტების გარეშე ჩაივლის.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება კულტურის ცენტრის გახსნას საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრის ბაზაზე გეგემავს. ცენტრში ეს ინფრომაცია არ დაგვიდასტურეს, თუმცა არც უარყვეს.
რუსული კულტურის ცენტრის თბილისში გახსნით დაინტერესებას ადასტურებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის კულტურის უწყების წარმომადგენელი მას ორჯერ შეხვდა და ამ შეთავაზებაზე ორჯერვე უარი თქვა. მზაკვრულ ჩანაფიქრს უწოდებს მწერალი ალეკო შუღლაძე და ფიქრობს, რომ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის.
ზურაბ აბაშიძე თბილისში ხვალ დილით ბრუნდება და მოლაპარაკების დამატებით დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.