logo
ENG

სალომე ზურაბიშვილი: მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს

13 დეკ 201918:33
3 წუთის საკითხავი
 
1ft11znrcimfqr2.jpg

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე აქვეყნებს. მისი განცხადებით, ექიმის პატიმრობაში დატოვება ისედაც მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება.

„მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მივმართავ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.


close დახურვა