logo
ENG

სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე: მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით

20 დეკ 201911:09
3 წუთის საკითხავი
 
rn7dun9hgufjnqm.jpg

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ საქართველოში ხელისუფლება ოპოზიციის  ძალადობრივი თავდასხმებით ებრძვის. როგორც „ამერიკის ხმას“ ჯიმ რიშმა განუცხადა, გასული თვეების მოვლენებმა ქვეყანა უკან დახია.

“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს", - ამბობს რიში.

რიში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება.

"მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, - აცხადებს რიში "ამერიკის ხმის" შეკითხვის პასუხად, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ.

გარდა რიშისა, შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. წერილში ასევე, საუბარია ქართველი ხალხის არჩევანზე, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი და ნატო-სა და ევროკავშირის წევრი.

 


close დახურვა