logo
ENG

პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია

11 დეკ 201913:13
3 წუთის საკითხავი
 
mghi75qlm9kk1kt.jpg

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი, სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა.

საქმე ეხება ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს ჯარი, იარაღი და არც ჰქონია.

პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არამხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა