კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებიც ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას გეგმავდნენ დაკავებულები არიან . თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 6 მოქალაქე აიყვანეს, მათგან ორს გიორგი ბიბილაურს და ბექა ცინცაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.პარალელურად სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინის ქალაქ ხარკოვშიც, სადაც უკრაინის მოქალაქე დააკავეს.
ძმები ფეიქრიშვილების მკველელობა, რომელთა სახელებიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს უკავშირდება - ავტომანქანაში დისტანციური ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებით იგეგმებოდა. მათი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ძმებმა ფეიქრიშვილებმა გამოძიებისგან შეიტყვეს. ოჯახის წევრებს „ფორმულასთან მკვლელობის მოტივებზე საუბარი უჭირთ. გიორგი ფეიქრიშილის მეუღლის განცხადებით ძმები ფეიქრიშვილები არცერთ დაკავებულს არ იცნობენ.
ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს, მკვლელობა სავარაუდოდ უკრაინელმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაუკვეთეს, ისინი თბილისში მყოფ დაჯგუფების წევრებს შუამავლის მეშვეობით ეკონტაქტებოდნენ. პირს რომლსაც სისრულეში უნდა მოეყვანა ძმების ლიკვიდაცია გიორგი ბიბილაურისგან სრული ინფორმაცია ჰქონდა თუ სად და რა ავტომობილით გაადაგილდებოდნენ, რა ადგილებს სტუმრობდნენ და სად ცხოვრობდნენ ძმები ფეიქრიშვილები და მისი ოჯახის წევრები.
