logo
ENG



"არასოდეს დაგტოვებთ მარტო" - სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა

10 აგვ 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/10/d7n4cwtkj8ysinh.jpg

სოფო ჯაფარიძემ მედგიდის ახალი ჯგუფი შექმნა. ეს ჯაფარიძემ ფეისბუქზე დაწერა და  მომხმარებლებს ახალ ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდა. 

"არასოდეს დაგტოვებთ მარტო. შემოგვიერთდით ახალ ჯგუფში, იქამდე სანამ აღვადგენთ ჩვენ მედ გიდს",- წერს ჯაფარიძე. 

ფეისბუქ ჯგუფი მედგიდი დღეს დაიბლოკა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ის მიზანმიმართული შეტევის შედეგად დაიბლოკა.

მედგიდში ათასობით ადამიანი იყო გაწევრიანებული. ჯგუფში მოქალაქეებს კორონავირუსის თემაზე პროფესიონალი ექიმები კონსულტაციას უწევდნენ, ასევე, ეხმარებოდნენ კლინიკებში თავისუფალი ადგილის პოვნაში.​


close დახურვა