logo
ENG



"არა რუსეთს!" - ხვალ პარლამენტთან აქცია გაიმართება

06 მარ 202222:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/06/p8l9tovyya114tr.jpg

"არა რუსეთს!" - ამ სახელწოდებით ხვალ, 7 მარტს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილიაა.

აქციის მოთხოვნა იქნება: 

  • დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან;
  • აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები;
  • დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.

"რუსეთმა ომი მთელ ცივილიზებულ სამყაროს გამოუცხადა. ამ ომში ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთიანია და მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის. ამ ომში არსებობს ორი მხარე - რუსეთი და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო.

საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ ამ ომში სამხედრო დამნაშავის, პუტინის მხარე აირჩია - ირაკლი ღარიბაშვილმა დემონსტრაციულად თქვა უარი საერთაშორისო სანქციებთან შეერთებაზე; დღემდე ღია რჩება საჰაერო სივრცე რუსული ავიაციისთვის; ირაკლი კობახიძემ წამოაყენა ინიციატივა, რომლითაც საბაბს აძლევს რუსეთს დაგვადანაშაულოს რუსების წინააღმდდგ ეთნიკური შუღლის გაღვივებაში; მთავრობა ხელს უშლის მოხალისეებსა და სამედიცინო პერსონალს უკრაინაში გამგზავრებას; ამ დრომდე მაწუყებლობენ რუსული პროპაგანდისტული მედიები საქართველოში, რუსეთის მოქალაქეები დღემდე უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ საქართველოში შემოსვლისას.

უკრაინელი ხალხი საქართველოს მთავრობის ქმედებებს უკრაინისთვის ღალატად, ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს.

სირცხვილის ჩამორეცხვა, რომელზეც ქართული ოცნების ხელისუფლება ყოველდღიურად ხელს აწერს, მხოლოდ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვიძლია", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა