logo
ENG



"არა რუსულ კანონს!" - თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

14 მაი 202411:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/e1698z2zmgh3jwp.jpg

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქალაქში რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციებს. სტუდენტები დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილის პროტესტს ლექტორიც შეუერთდა.

"შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, უფლებამოსილების გადამეტებას, სამართალდამცავების მიერ ქალების, ახალგაზრდებისა და მოხუცების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოვითხოვთ უსამართლოდ, უკანონოდ დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების ციხიდან განთავისუფლებას. ჩვენი შეკრება დაორგანიზებულია მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ, სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერის გარეშე, სამწუხაროდ. არა რუსულ კანონს, არა რუსეთს, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, დემოკრატიულ საქართველოს", - თქვა სტუდენტმა გენო ხვიჩავამ.


close დახურვა