logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - ზუგდიდის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

04 მაი 202417:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/04/nzc9t6ypv7iwgdu.jpg

ამ წუთებში ზუგდიდის მერიასთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სტუდენტები და ახალგაზრდები იმყოფებიან. ისინი მმართველ პარტიას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა