![2022/04/14/3mcyh76t5856i2i.jpg](/uploads_script3/articles/2022/04/14/3mcyh76t5856i2i.jpg)
პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტების სენატის თავმჯდომარეები კიევში ჩავიდნენ. ორივე ქვეყნის დელეგაციას უმაღლესი რადას სპიკერი შეხვდება.
"არის რამდენიმე მიწვევა, რომელზეც უარს ვერ იტყვი", - წერს ტვიტერზე მილოშ ვიშტრჩილი, რომელიც ჩეხეთის სენატის თავმჯდომარეა.
Jsou pozvání, která se neodmítají. #SenátNaUkrajině pic.twitter.com/Wo5zueusEa
კიევში უკვე ჩავიდა პოლონეთის სენატის მარშალი, რომელსაც რკინიგზის სადგურზე უკრაინაში პოლონეთის ელჩი შეხვდა.
რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა მსოფლიო პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ენახათ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც. როგორც ცნობილია, საქართველოს დელეგაცია კიევში კვირის ბოლოს გაემგზავრება.