logo
ENG



"არ დავნებდებით, ჩვენ თავისუფალი სამყაროსთვის ვიბრძვით" - აზოვის ბატალიონის ოფიცერი

08 მაი 202217:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/08/xawkxb8brptna9b.jpg

აზოვის ბატალიონის დაზვერვის ოფიცრის ილია სამოილენკოს განცხადებით, არსებობს ორი მიზეზი თუ რატომ არ დანებდებიან მარიუპოლის მცველები - [პირველი - რუსეთი მათ ცოცხლებს არ დატოვებს, მეორე - ოკუპანტები უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, ეს საფრთხე უნდა აღმოიფხვრას, რადგან რუსეთი არ შეჩერდება].

სამოილენკო ამბობს, რომ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უკრაინის ჯარს მხარი უნდა დაუჭიროს, განსაკუთრებით კი, მარიუპოლის მცველებს. სამოილენკოს თქმით, თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მიადგება.

"დანებება ჩვენთვის გამოსავალი არაა, რადგან რუსეთი არაა დაინტერესებული ჩვენს სიცოცხლეში...პოლიტიკოსები ახლა ცდილობენ ამ ცხოველებთან, ბარბაროსებთან მოლაპარაკებას. ავიწყდებათ, რას აკეთებს რუსეთის ჯარი, ეს ადამიანები უკრაინის ტერიტორიაზე ახლა, რომ მოვიდნენ განადგურებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი - საფრთხის განადგურებაა. აი რატომ გვჭირდება მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა, თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა. რადგან ჩვენ მასაც ვიცავთ, რადგან რუსეთის მადა იზრდება და თუ ის გაგვჭყლეტს, გაჭყლეტს უკრაინულ თავდაცვას, ყველაფერი ფერფლად იქცევა. ისინი წავლენ პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, შესაძლოა - უფრო შორსაც", - თქვა სამოილენკომ.


close დახურვა