logo
ENG



"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" - ზურაბიშვილი პრეზიდენტების შეხვედრაზე ირონიით პასუხობს

13 დეკ 202111:17
3 წუთის საკითხავი
 

"ახლავე მოგიყვებით ყველაფერს" - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას.

მან ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას ირონიით უპასუხა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების საყოველთაო შერიგებას ეხება, გამოეხმაურა და თქვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

მან სალომე ზურაბიშვილსა და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში შეხვედრა შესთავაზა.


close დახურვა