logo
ENG



"გვინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია" - უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ

16 თებ 202212:15
3 წუთის საკითხავი
 
რატი მუჯირი/ფორმულა

უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მოქალაქეებმა სიმბოლურად უკრაინის 200-მეტრიანი დროშა გაშალეს.

ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი სიმბოლური აქტით ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოუცხადეს იმ სამხედროებს, რომლებიც უკვე წლებია უკრაინის თავისუფლებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან და მეორე მხრივ, მათ სურთ, რომ მთელ მსოფლიოს დაანახონ ერთიანობა. 

"ამაღელვებელი განწყობაა. დღეს ქალაქში რომ გამოვედი, მოქალაქეებს სახლებიდან ჰქონდათ დროშები გადმოფენილი. ჩვენ სიმბოლურად დროშის გაშლით ვაჩვენებთ ყველას უკრაინის ერთიანობას. გვინდა, მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ არ გვეშინია, ჩვენ მშვიდობა გვსურს", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ერთიანობის დღის აღსანიშნავად, უკრაინაში დროშები გადმოფენილია სახელმწიფო უწყებების შენობებიდან, კერძო დაწესებულებებსა და სახლების ფანჯრებიდან. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 თებერვალს განაცხადა რომ, მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.

ზელენსკიმ 16 თებერვალი ერთიანობის დღედ გამოაცხადა.


close დახურვა