logo
ENG



"დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა" - კულტურისა და ხელოვნების სფეროს პეტიცია

13 აპრ 202420:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/13/1q72ohzo33ax18r.jpg

კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებენ და ხელისუფლებისგან კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, ისინი საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას არ შეურიგდებიან.

"ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წამომადგენლები ვაცხადებთ, რომ არ შევურიგდებით საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას და ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფას. მაშინ, როცა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და გადაწყვეტილებები აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ამოცანებს ისახავს მიზნად, ყოველი ადამიანის ვალია, გამოავლინოს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პოზიცია.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ:

1. დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსული კანონის ხელახალი განხილვა;

2.. შეწყდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, ვინც ღიად და თამამად გამოხატა რუსული კანონის მიუღებლობა.

არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია!", - წერია პეტიციის ტექსტში.

მანამდე, რუსული კანონის უკან გაწვევის მოთხოვნით პეტიციები მასწავლებლებმა, პროფესორებმა და მეცნიერებმა გაავრცელეს. 

 


close დახურვა