logo
ENG



"ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა" - ვოლსკი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

05 აპრ 202211:58
3 წუთის საკითხავი
 
"ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა" - ვოლსკი უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებას უზნეო "პოლიტიკური შემოტევა" და ქართველი ხალხის "დიდი შეურაცხყოფა" უწოდა. 

"ეს არის უზნეო პოლიტიკური შემოტევა და ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა, თავი რომ დავანებოთ ხელისუფლების მიმართ ასეთ მტრულ გამოხტომას. მიუხედავად ამისა, რაც არ უნდა დაპირისპირების ნიშნები შეიმჩნეოდეს ორმხრივ ურთიერთობებში, რასაკვირველია, ჩვენი დახმარება პოლიტიკურ ველზე იქნება უცვლელი." - თქვა ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ცნობით, რუსეთი კონტრაბანდის მარშრუტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აყალიბებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ასევე წერს, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.


close დახურვა