logo
ENG



"კანონის მიღების შემთხვევაში, დავტოვებ თანამდებობას" - ოცნების წევრი თელავის საკრებულოში

26 აპრ 202414:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/u3pvp8s5by5fd91.png

ქართული ოცნების წევრი თელავის საკრებულოში, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი ემიჯნება ოცნების მიერ რუსული კანონის ინიცირებას და ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ის პარტიასა და თანამდებობას დატოვებს.

ბერძენაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კონსტიტუცია და არ გადაუხვიონ ევროინტეგრაციის გზას.

"მე როგორც იურისტი, როგორც ორი შვილის მამა, როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას. ვინაიდან, თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგვიწოდებს...

ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შესაძლოა, დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება. ამიტომ ცალსახად ვემიჯნები ამას. უმორჩილესად გთხოვთ, საქართველოს პარლამენტს, მთავრობას, გაითხოვონ კანონი უკან და თქვენ წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება, დავტოვებ თანამდებობას და ფრაქცია ქართულ ოცნებას.

ესაა ჩემი თხოვნა მთავრობასა და ხელისუფლებასთან - ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციას, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, კიდევ არის შანსი"- თქვა მან.


close დახურვა