logo
ENG



"მე დავიწყე დაპირისპირება" - შარაშიძე მერაბიშვილზე თავდასხმის შესახებ

05 იან 202320:15
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პროპაგანდისტისა და მომღერლის, გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე აღიარებს, რომ ვანო მერაბიშვილს თავს თვითონ დაესხა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

"კი, ფიზიკურად დავუპირისპირდი, იმედი მაქვს თვითონ ეყოფა ვაჟკაცობა და იტყვის რაზე დაიწყო დაპირისპირება", - თქვა მან ჟურნალისტებთან. ამავე დროს, შარაშიძე არ ამბობს, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი:

"პირდაპირ გეუბნებით, თუ ეყოფა გამბედაობა, თვითონ თქვას დაპირისპირების მიზეზი, მე არ ვაპირებ".

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ შარაშიძე ყოფილ პრემიერმინისტრს მისი წარსული პოლიტიკური საქმიანობის გამო დაუპირისპირდა და ბუტა რობაქიძის საქმე შეახსენა.

"რამდენჯერმე მოვუქნიე ხელიო, მარჯვენაც, მარცხენაცო. მე ზუსტად არ მახსოვს რომელი მოხვდაო, რა ძალით მოხვდა, სხეულის რა ნაწილში. ბოლო გაიქცა, არ გადამიღობია გზაოო, უბრალოდ ფეხი მოვუქნიეო, ეს ფეხი რამდენად მოხვდა, ესეც გამოჩნდება კამერებშიო. აფთიაქთან ახლოს ჰყავდა მანქანა და ვიდრე ჩაჯდებოდა, შეურაცხმყოფელი სიტყვები მივაძახეო", - ყვება ადვოკატი.


close დახურვა