logo
ENG



"უცნობის" სიძე გამოიკითხა

05 იან 202320:10
3 წუთის საკითხავი
 

რა მოხდა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ? ქართული ოცნების პროპაგანდისტის სიძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა. უფრო მეტიც, არც იმას უარყოფს, რომ დაპირისპირებაც თვითონ დაიწყო.  უცნობის სიძის ადვოკატის განცხადებით ირკვევა, რომ ანგარიშსწორება მერაბიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. ამაზე სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლია, მაგრამ ამ ეტაპზე საქმე ძალადობის მუხლითაა აღძრული. ფაქტი თბილისში, ვაკეში, 2 იანვარს აფთიაქში მოხდა. წესით, შემთხვევა აღბეჭდილი უნდა იყოს მონიტორინგის კამერების მიერ. 


close დახურვა