logo
ENG



"მზად ვართ NATO-ში გაწევრიანებისთვის" - ზელენსკის განცხადება მოლდოვაში სამიტის დაწყებამდე

01 ივნ 202313:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/01/qrzqrwa2zgfyx9b.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის. ეს განცხადება მან მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისას გააკეთა.

პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპელი ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებზე და თანამშრომლობის სფეროებს მთელს კონტინენტზე.

"უკრაინა მზად არის იყოს NATO-ში. ჩვენ ველოდებით, როდის იქნება NATO მზად და მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების გარანტიები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვისაც, მოლდოვისთვის - რუსეთისა და მათი აგრესიის გამო უკრაინაში და პოტენციური აგრესიის გამო ევროპის მათი ნაწილისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. 

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ასევე გამოხატა მხარდაჭერა კიევისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო ფორმულის მიმართ და თქვა, რომ უკრაინა უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას, რისთვისაც უკრაინას და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩავიდა. 

პრემიერმინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში ის ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.


close დახურვა