logo
ENG



"მივიწევთ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრისკენ" - ერმაკი მათ შეხვედრას "შესაძლებლად" მიიჩნევს

22 იან 202416:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/a8cduh31vxxes5l.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრას შესაძლებლად მიიჩნევს.

"ჩვენ ნამდვილად მივიწევთ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისკენ", - თქვა ანდრეი ერმაკმა და დასძინა, რომ ეს იქნება მთავარი საკითხი, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, 29 იანვარს, უჟგოროდში შეხვედრის დროს განიხილავს.

"ჩვენ შევთანხმდით გავატაროთ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა, რათა განვიხილოთ ყველა საკითხი და გავიგოთ, როდის, სად და რა პოტენციური შეთანხმდებით შესაძლოა გაიმართოს შეხვედრა უნგრეთის პრემიერმინისტრსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის", - აღნიშნა ერმაკმა ინტერფაქს-უკრაინისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად სურს, გაიაროს ყველა საკითხი. "უნგრეთი - ჩვენი მეზობელია. ის ევროკავშირისა და NATO-ს წევრია, ამიტომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ და დავამყაროთ კონსტრუქციული დიალოგი", - თქვა ერმაკმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს ვიზიტი უკრაინაში 29 იანვარსაა დაგეგმილი.

29 დეკემბერს ერმაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა და უნგრეთი უახლოეს მომავალში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრისთვის ემზადებიან

დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანა, უნგრეთის გარდა, უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ბლოკის ლიდერებმა ორბანის პოზიცია დაძლიეს იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უნგრეთის ლიდერს დარბაზის დატოვება შესთავაზეს.

თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ორბანის წინააღმდეგობის გამო ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის გამოყოფა ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულ საკითხს პირველ თებერვალს დაუბრუნდებიან.

ორბანი ერთადერთი ევროპელი ლიდერი იყო, რომელიც საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.


close დახურვა