logo
ENG



"მონაცემები ნებართვის გარეშე გამოაქვეყნეს" - მოქალაქე ე.წ. აგენტების რეესტრში შეიყვანეს

18 ოქტ 202409:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/y2m7jdlaiexz3bk.png

მოქალაქე დეა ერემაშვილი წერს, რომ ე.წ. აგენტების რეესტრში 2023 წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო შეიყვანეს.

ერემაშვილის თქმით, საჯარო რეესტრმა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მისი ნებართვის გარეშე გამოაქვეყნა - საუბარია ანაზღაურებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ ინფორმაციაზე.

მოქალაქე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"მოკლედ ისეთი ანერვიულებული ვარ, არ ვიცი საიდან დავიწყო. 1 წელზე მეტია "რუსულ კანონს" ვებრძვი, იმიტომ რომ ჩემი საქმიანობის შეურაცხყოფის პირდაპირ პროპორციული მგონია. არსებობენ ორგანიზაციები, რომელიც სხვა გვარად უყურებენ ამ პროცესებს და მთავრობასთან ჭიდილს, არჩიეს კანონის დამორჩილება. მათ შორის არის კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, რომლიდანაც მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წელს ვიღებდი კუთვნილ ანაზღაურებას... მიუხედავად იმისა რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ურცხვად იტყუებოდა, რომ ფიზიკური პირების პერსონალურ ინფორმაციას არ ემუქრება საფრთხე...

და ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ურცხვად იტყუებოდა, სხვა წევრებთან ერთად, რომ შშმ პირებს არ გვეხება "რუსული კანონი" და ვიღაც გვატყუებს და ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ - დღეს აღმოვაჩინე, რომ აგენტების რეესტრში ასახულია ჩემი განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რომლის დაცულობის ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჰქონდა - მინიმუმ უნდა დაეშტრიხათ...

მოვახდინე საკითხზე რეაგირება და მიმაჩნია, რომ დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლები ჩემთან მიმართებაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოგმართეთ რეაგირებისთვის და მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოახდინოთ აღნიშნული ვანდალიზმის შეჩერება", - წერს დეა ერემაშვილი.


close დახურვა