logo
ENG



"ოცნება" "ლელოზე" თავდასხმას განაგრძობს

20 თებ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 

"გააგრძელეთ ლელოს ლანძღვა, ჩვენ გავაგრძელებთ საქმის კეთებას" - ასე ეხმაურება ოპოზიციური პარტია ოცნებას. ივანიშვილის დეპუტატების თავდასხმის სამიზნე დღესაც ლელო და პერსონალურად მამუკა ხაზარაძე იყო. ოცნება ცდილობს, ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშიროს ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს. ოცნება ლელოს ნაციონალურ მოძრაობა 2-ს უწოდებს. ამ გზით მმართველ ძალას სურს, შუა გაკრიფოს - ლელოს მიზანი კი, შუას შეკრებაა. მამუკა ხაზარაძის მიმართ გაღიზიანების ცალკე საბაბი ის კამპანიაა, რომელსაც ლელოს ლიდერს აქვს წამოწყებული. ხაზარაძე არჩევნებამდე, ანუ, ივანიშვილის მოსკოვში წასვლამდე კვირებს ითვლის.

 


close დახურვა