თავისუფალი სამყაროსგან, უკეთესი ცხოვრების პერსპექტივისგან დაშორების და ქვეყნის გარუსების პოლიტიკას ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯიუტი თანმიმდევრულობით ახორციელებს. გომბეშოს ნელ ცეცხლზე მოხარშვის ტაქტიკას რამდენჯერაც გადაუხვია და ალს აუწია, იმდენჯერ ცხვირში მოხვდა, იქნებოდა ეს გავრილოვის ღამეს, თუ რუსული კანონის მიღების შედეგად. ყოველ ასეთ მომენტში ოცნების მარიონეტული მთავრობა უკან იხევს და რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენებით იმ ჯგუფების დამუშავებას იწყებს, რომლებიც წინააღმდეგობის ბირთვს წარმოადგენენ. თითქოს არაფერი განსაკუთრებული აღარ ხდება, მაგრამ გარუსების და ქვეყნის დემოკრატიული რესურსის გასანულებლად ოცნების მუშაობა ერთი დღითაც არ ჩერდება. მხოლოდ ბოლო თვეების ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ უამრავ ეპიზოდს ერთ სურათში მოვაქცევთ - საფრთხის მასშტაბს კარგად დავინახავთ. დროება ფაქტებით გიჩვენებთ, რომ ოცნება რუსულ გემბანზე ახლა არ ასულა. დიდი ხანია იქაა.
"ოცნება" რუსულ გემბანზე - დროება
30 ივლ 202320:05
3 წუთის საკითხავი