logo
ENG



"ოცნების" ახალი სამიზნე - თავდასხმა გერმანიის ელჩზე

30 მაი 202419:54
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის ელჩი ოცნების თავდასხმის სამიზნე გახდა. პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ვიდრე რუსული კანონი იმოქმედებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ გაიხსნება. თუ მმართველი გუნდი ამერიკის ყოფილ ელჩს ნაციონალურ მოძრაობასთან აკავშირებდა, გერმანელ დიპლომატს ლელოს მხარდამჭერი უწოდეს.

ფიშერზე საუბრისას გერმანულში საკუთარი, მწირი შესაძლებლობების დემონსტრირება სცადა ზარქუამ. ვიდრე ოცნება დიპლომატებს ესხმის თავს, მძაფრდება რეზონანსი რუსული კანონის გამო. ლიეტუვაში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებიდან გადაუხვია.

 


close დახურვა