logo
ENG



"ტრენდში ჩაჯდა" - მდინარაძე ზურაბიშვილის ოცნება-რუსეთის "უნისონის" შესახებ განცხადებაზე

10 თებ 202300:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/10/5vc05478dgj1p8h.jpg

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ "ოცნების წევრების განცხადებები უნისონშია რუსულ ნარატივთან" საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი "ტრენდში ჩაჯდა".

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, "საკუთარი კომპლექსები", რომლებიც „რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთებ საქმეებსა და განცხადებებს უკავშირდება ქართული ოცნების ხარჯზე ჩამოირეცხოს“.

„საქართველოს პრეზიდენტზე რომ არ ვთქვა არ შემიძლია. აქაც საკუთარი კომპლექსების, რუსეთთან დაკავშირებით ნაკეთები საქმის და ამ შემთხვევაში უფრო ნაკეთები განცხადებების და ამ კომპლექსების ჩამორეცხვის მცდელობას გვაქვს საქმე ქართული ოცნების ხარჯზე. რა შუაში იყო ეს ან ის გამოსვლა ან ის რაღაც რუსული ნარატივი. აი, როგორ შეიძლება ჩაჯდე იმ ხალხის ტრენდში, რომლებიც ასე უარგუმენტოდ ისვრის „რუსული, რუსული, რუსული“ და უბრალოდ სჯერათ პიარის იმ წესის, რომ ათასჯერ რომ იტყვი, მიეკერება ეს იარლიყი ვიღაცას.“ - განაცხადა მდინარაძემ.

ოცნების ლიდერის თქმით, ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს რას გულისხმობდა, თუმცა, მისი ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტი "მოწყვლადი აღმოჩნდა" და "ტრენდში ჩაჯდა".

„განმარტოს [ზურაბიშვილმა] რას გულისხმობს. ვივარაუდოთ... ტრენდში ჩაჯდა. მეტი არაფერი არ ხდება. მე ბევრჯერ მიკამათია ადამიანებთან რაღაც თემაზე. კი, შეიძლება ჩვენი მომხრე იყოს, კი, შეიძლება ამ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს, ემხრობოდეს, მაგრამ გვქონია ჩვენ ბევრ ადამიანთან კონტაქტი, მაგალითად ქართული ოცნების მომხრესთან რომელსაც უჩნდება ეს ტრენდის გავლენისგან გამოწვეული რაღაც საკითხები და შემდეგ რომ ელაპარაკები, აუხსნი და უცებ - აა, ხო, ამაში მართალი ხართ.

არსებობს მოწყვლადი ადამიანები ამ მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტი რომ აღმოჩნდება მოწყვლადი, ცუდია“ - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, მიხეილ სააკაშვილის შესახებ მისი 2 დღის წინ გაკეთებული განცხადების შინაარსის გაგრძელებაა.

მდინარაძის აზრით, სააკაშვილის შესახებ ზურაბიშვილმა "არა და არასოდეს ვეღარ თქვა" მაგრამ, "ცოტა რბილად, მაგრამ მაინც მოუნდა ეთქვა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს" და იმავდროულად, "ზუსტად იგივე მესიჯბოქსით გაგვლანძღა[ქართული ოცნება], როგორც გვლანძღავენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები”.

მმართველი პარტიის წევრის თქმით, ამით ზურაბიშვილმა "დაბალანსება" და "ყველა ტრენდში ჩაჯდომა" სცადა.

„უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს, ძალიან არ მსიამოვნებს, მაგრამ ალბათ აქ მთავარია კომპლექსი, რომელი კომპლექსითაც - მე კი ახლა ამას არ შევიწყალებ - დამნაშავეს, მკვლელი და წამების რეჟიმის შემქმნელს და ავტორს, მაგრამ ამათაც ძალიან დავუქნევ თითს, რომ რაღაცნაირად ყველა ტრენდში ჩავჯდე. აი ეს იყო, ვითომ დააბალანსა. და ბიჭო, შენ თუ რაღაც სიმართლის თქმა გინდა, რას აბალანსებ ცრუ ნარატივით? თქვი ეს სათქმელი ხო? ჩვეულებრივი ამბავია. ამის გაგრძელება იყო“ - თქვა მამუკა მდინარაძემ.


close დახურვა