logo
ENG


ზურაბიშვილი: ჩვენი დეფიტიზმი უნისონშია რუსეთთან - ამის არც ახსნა შემიძლია, არც გაგება
  • 932ნახვები

ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას.

სულ სხვაა დღევანდელი მდგომარეობა. ახალი გზავნილები, რაც ორი დღეა მმართველი პარტიისგან ისმის, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ლიდერის განცხადებებთან. ჩვენი დეფიტიზმი უნისონშია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ნარატივთან, ეხმიანება მხოლოდ რუსეთის პროპაგანდას. ამის არც ახსნა, არც გაგება შემიძლია და არც გაზიარება.

აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

დეფიტიზმი არის ტერმინი, რომელიც ნიშნავს ბრძოლის გარეშე დამარცხების მიღებას.

გუშინ და დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამტკიცა, რომ ომში რუსეთს უპირატესობები აქვს, იგივე გაიმეორა დღეს მამუკა მდინარაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა