logo
ENG



"ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ" - აზერბაიჯანის საგარეო სტიქიაზე

04 აგვ 202315:46
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/yse2gh6eunsxpex.jpg

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ვიმედოვნებთ, რომ ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ კიდევ დაკარგულია, უსაფრთხოდ და ჯანმრთელად იქნებიან ნაპოვნი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის გვერდი"- ნათქვამია განცხადებაში.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

სტიქიის ზონაში დაკარგულ 30-მდე ადამიანს მაშველები კვლავ ეძებენ


close დახურვა