logo
ENG



"ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 25 პირი დააკავეს

08 ივლ 202119:18
3 წუთის საკითხავი
 

ბოთე, ზახარა მალადოი, მღვდელოვიჩი, აპასნი, "ყასაბიჩი", ჩიჟიკა, წიწაკა, მაწაკი, „ხორთუმა“ - ჯამში 25 პირი დააკავეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის. მასშტაბური სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ჩატარდა, მათ შორის გორში. აყვანილია გორის საძმო. ოჯახებში ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფენ.

ბრალდებულების კრიმინალური საქმიანობით დაზარალებულია 100-მდე მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სისტემატიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში, დავის გადაწყვეტაში, ე.წ. ობშიაკის შეკრებაში. კრიმინალური გარჩევებისთვის კი წარსულში არაერთხელ ნასამართლევ პირებს მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სივრცე - მათ კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ 9 კანონიერ ქურდთან. გამოდის, რომ დანაშაულებრივი ქსელი გაცილებით დიდია.


close დახურვა