logo
ENG



უკრაინიდან ქართველი "კანონიერი ქურდი" გააძევეს

21 მაი 202217:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/21/j1o9r3wrl1e3d5f.jpeg

20 მაისს უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძევეს. ინფორმაციას ოდესის რეგიონის ეროვნული პოლიციის მთავარი დირექტორატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქე 44 წლის "კანონიერი ქურდია", რომელიც არაერთხელაა ნასამართლევი და უკრაინაში ქართული და რუსული ე.წ ქურდული სამყაროს ინტერესებს წარმოადგენდა.

„44 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არაერთხელ იყო ნასამართლევი, უკრაინაში კრიმინალურ სამყაროში გავლენიანი რუსი და ქართველი "კანონიერი ქურდების" ინტერესებს წარმოადგენდა “ - წერია განცხადებაში.

დაკავებული ქართველი ასევე შეყვანილი იყო უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქცირებულთა სიაში, როგორც ადამიანი, ვისი ქმედებებიც ეროვნულ უსაფრთხოებას და მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აეკრძალა.


close დახურვა