logo
ENG



"ყველა ელოდება თქვენს ქმედებებს, ეს თქვენი ვალდებულებაა" - ფეიგინი ზურაბიშვილს მიმართავს

29 დეკ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/1m2ldyjex1c5fby.jpg

ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

როგორც ფეიგინი თავის საავტორო გადაცემაში ამბობს, ზურაბიშვილმა უნდა გამოიყენოს მისი უფლებამოსილება და მიხეილ სააკაშვილის საკითხი მოაგვაროს.

"მთელი პატივისცემით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ყველა ელოდება თქვენგან ქმედებებს, რომლებიც ამ ყველაფერს დაასრულებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებამოსილება და ეს შეწყვიტოთ. ეს თქვენი ვალდებულებაცაა, რადგან საკითხი უკვე ადამიანის უფლებებს ეხება და ეს სცდება ყოველგვარ შიდა დაპირისპირებას. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ", - თქვა ფეიგინმა.

მანამდე, 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩმა და ყოფილმა ადვოკატმა და წამყვანმა მარკ ფეიგინმა საზოგადოებას მოუწოდეს, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.

გუშინ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვას პასუხი "გაეცემა, როცა გაეცემა". 

 

 


close დახურვა