logo
ENG



"ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით" - სუნაკმა უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა

26 ოქტ 202213:01
3 წუთის საკითხავი
 

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი რიში სუნაკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

სუნაკმა ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით", - წერს სუნაკი Twitter-ზე.

25 ოქტომბერს რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა. პრემიერობისთვის ბრძოლა რიში სუნაკისთვის მხოლოდ მეორედ აღმოჩნდა წარმატებული - პირველად ის ლიზ ტრასთან დამარცხდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ თავისი კონკურენტის გეგმები ქვეყანას ეკონომიკურ ქაოსში ჩააგდებდა. 

ბოლო ერთ წელში სუნაკი ქვეყნის მესამე პრემიერმინისტრია და 42 წლის ასაკში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი იქნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.


close დახურვა