"შეჩერდეს გამოსახლებები", - მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ.
აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, უფასო კვებას სკოლებში, სტუდენტური საცხოვრებლების აშენებას, საპენსიო სესხების ჩამოწერას და სააფთიაქო მაფიასთან ბრძოლას.
მარშს შეუერთდებიან გათავისუფლებული ლექტორებიც.