logo
ENG



"2 საათი სახლში მყავდა დაჭრილი, ვერ გავდიოდით" - ადგილობრივი საგარეჯოში მომხდარზე

20 იან 202309:25
3 წუთის საკითხავი
 

საგარეჯოში ერთ-ერთი ადგილობრივი ფორმულასთან საუბრისას მომხდარს იხსენებს.

როგორც ის ჰყვება, რამდენიმე საათი ერთ-ერთი დაჭრილი სახლში ჰყავდა, რადგან გარეთ გასვლას სროლის გამო ვერ ახერხებდა.

მისივე თქმით, დაჭრილს პირველადი დახმარება სახლის პირობებში მან გაუწია.

"სახლიდან ვერ გავდიოდით... მერე კუთხე-კუთხე გავატარე, წავიყვანე პოლიკლინიკაში, უშველეთ-მეთქი. ორი საათი სახლში მყავდა დაჭრილი... ფეხში ჰქონდა ჭრილობა... ვუშველე, ჩემებურად დავამუშავე, სახლში არაყი მქონდა... გარეთ ვერ გავდიოდი, მეშინოდა"- ამბობს ის.

***

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი. 

ექიმის განცხადებით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ერთ-ერთი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, 4 კი საგარეჯოში, ჯეო ჰოსპიტალსში აგრძელებს მკურნალობას.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

თავდასხმის დეტალები - სრულად 


close დახურვა