logo
ENG



ОДКБ აცხადებს, რომ სომხეთის მიერ სამხედრო წვრთნების გაუქმებაზე შეტყობინება არ მიუღიათ

11 იან 202316:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/sdids5nr3ax16aj.jpg

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) პრესმდივანი, ვლადიმერ ზაინეტდინოვი აცხადებს, რომ სამხედრო წვრთნების გაუქმების შესახებ ერევნისგან ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს.

ის აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრთა საბჭოსა და უშიშროების საბჭოების მდივნების კომიტეტის მიერ მიღებული გეგმა მიმდინარე წლისთვის "ურღვევი საძმო - 2023" ფარგლებში სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს ითვალისწინებს, რაც ერევანში აქამდეც დაადასტურეს. მისი თქმით, ОДКБ-ის სამდივნოს სომხური მხარისგან მისი გაუქმების შესახებ ოფიციალური ცნობა არ მიუღია.

"ჩვენ ვითვალისწინებთ სომხეთის რესპუბლიკაში არსებულ ვითარებას, რამაც, შესაძლოა, მათ ОДКБ-ის სამშვიდობო წვრთნების სრულად ჩატარების საშუალება არ მისცეს", - განაცხადა მან.

გუშინ სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წელს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები სომხეთში არ ჩატარდებოდა. პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ერევანი "მინიმუმ" წელს წვრთნებს არ უმასპინძლებდა. საპირისპირო განცხადება გააკეთა რუსეთის თავდაცვის უწყებამ პირველ იანვარს და აღნიშნა, რომ ОДКБ-ის წვრთნები სწორედ სომხეთში ჩატარდებოდა.


close დახურვა