logo
ENG



აბესაძე: ოცნებას სურს ბოლომდე არ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და რურუა პატიმრობაში დატოვოს

29 ივნ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად თუ არ შესრულდება, პარტია პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ქართულ ოცნებას" სურს ერთის მხრივ, მორიგჯერ მოატყუოს საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, სრულად არ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება - საპატიმროში დატოვოს გიორგი რურუა. თუმცა, იმავდროულად, ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, თითქოს, რაიმე ტიპის კონსესუსს მიაღწია ოპოზიციასთან და ნაბიჯი გადადგა დაძაბული პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციისკენ. ეს ასე არ არის. ამის საშუალებას ჩვენ ქართულ ოცნებას არ მივცემთ. ან 8 მარტის ვალდებულებები სრულად სრულდება, ან ამ პროცესებში მონაწილეობას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა აბესაძემ.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.

ცვლილებების არჩევნებზე მანდატების 120/30-ით ჩატარებას ითვალისწინებს, ხოლო ბარიერი 1% უნდა გახდეს. 

კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კანონპროექტს ხმას საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გამოშვების შემდეგ მისცემენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ცვლილებებისთვის საჭირო 116 დეპუტატის ხმის მობილიზებას შესძლებენ.


close დახურვა