„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, შესაძლებლობას იძლევა, რომ პოლიტიკური ძალები საკონსტიტუციო განხილვის ეტაპს დაუბრუნდნენ და ის ცვლილებები მიიღონ, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში იყო.
„ზურაბიშვილის პოლიტიკური შეფასებები მისი საქმეა, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ელოდა ქართული საზოგადოება, და რომელსაც ელოდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
პოლიტიკოსები არ უნდა იჯდნენ ციხეში პოლიტიკური მოტივით პოლიტიკოსებისთვის არის საარჩევნო პროცესი რომელშიც გადაერთვება გიგი უგულავაც, ირაკლი ოქრუაშვილიც და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გადაწყდება გიორგი რურუას პატიმრობის საკითხის რომლის გადაწყვეტაც სასამართლოს პრეროგატივაშია, რადგან იქ საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება დავუბრუნდეთ საკონსტიტუციო განხილვის ეტაპს და მივიღოთ ის ცვლილებები რომელიც 8 მარტის შეთანხმებაში იყო“,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.