ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქონება ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა.
აბესაძის თქმით, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისისს თავი აარიდოს:
"როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე ხელები დაიბანოს იმ უმძიმეს პოლიტიკურ და ასევე ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა.
ის აპირებს საზოგადოებას უთხრას, რომ ჩამოშორდა პოლიტიკას და აღარ აპირებს ამ მიმართულებით რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა ატაროს.
მეორეს მხრივ, ივანიშვილის, რომლის იმედიც 2012 წელს ჰქონდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომ მილიარდელი შეძლებდა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, საკუთარი ფულის დახარჯვას, ფორმალურად ამაზეც კი საზოგადოებას ეუბნება უარს",-ამბობს აბესაძე.
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი ფონდი ქართუს ანგარიშზე გადაიტანა.
საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე - ათეულობით კომერციულ ობიექტზე. ოფისებზე, მიწის ნაკვეთებზე, ტურისტულ ობიექტებზე. ფონდ ქართუს ბალანსზე გადატანილ ქონებას შორის არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრი და ბანკი ქართუს შენობაც.
ფონდის ბალანსზე ქონების ნაწილი ოფშორული ზონების გავლით, ნაწილი კი პირდაპირი გზით მოხვდა.