logo
ENG



აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წლის თავზე ასლან ბჟანია ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა

07 აგვ 202114:37
3 წუთის საკითხავი
 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 13 წლის თავზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, ასლან ბჟანია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩავიდა. 

ის ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. 

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერებმა "თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი განიხილეს". 

ანატოლი ბიბილოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მოწოდება რუსეთის მიმართ, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მხოლოდ ზიზღს იწვევს.

ბიბილოვთან შეხვედრამდე ბჟანიამ ოკუპირებული ცხინვალის 5-ე სკოლასთან მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში პირველად ჩავიდა. 


close დახურვა