logo
ENG



აგვიხსნას რას გულისხმობდა - წულუკიანი დეოლიგარქიცაზიის კანონის შესახებ დეგნანის კომენტარზე

07 ოქტ 202201:47
3 წუთის საკითხავი
 
აგვიხსნას რას გულისხმობდა - წულუკიანი დეოლიგარქიცაზიის კანონის შესახებ დეგნანის კომენტარზე

შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი აშშ-ს ელჩის განცხადებას, იმედი მაქვს ეს თავდასხმად არ ჩამეთვლება, მაქვს კითხვა: რას გულისხმობს ეს განცხადება? ჩვენ ყველას გვაქვს კითხვის დასმის უფლება, ასეთი ქვეყნის შენება დავიწყეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის დროს ამ პრინციპზე მოხდა უარის თქმა ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ პრინციპს 2012 წლიდან ვერთგულობთ და ყველანაირი ტიპის აზრი დაშვებულია, მითუმეტეს კითხვის დასმის უფლება არსებობს. ამ უფლებას ვიყენებ: რა არის შინაარსი? მე ვერ გავიგე და ალბათ ქალბატონმა ელჩმა უნდა აგვიხსნას რას გულისხმობდა ის...

ახლა მთავარია გაირკვეს, რას გულისხმობდა ქალბატონი ელჩი იმასთან დაკავშირებით რომ სხვა ქვეყნიდან არ უნდა იყოს კანონები გადმოღებულიო. მე ცოტა სხვანაირი გამოცდილება მაქვს: 8 წელი იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი და რეფორმა არ არსებობს თითქმის ბუნებაში, რომელიც არ გაგვიტარებია და იუსტიციის სამინისტრო იყო ყოველთვის ამ დიდი რეფორმების ავტორი უწყება, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით მიდიოდა პარლამენტში და მე სხვა გამოცდილება მაქვს - პირიქით, ყოველთვის იყო მოწოდებები რომ "გადმოვაკოპიროთ" სხვა ქვეყნის კანონები, ახლა რა შეიცვალა საინტერესო იქნება ჩემთვის.

 

close დახურვა