logo
ENG



ავერსის კლინიკის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

04 სექ 202015:57
3 წუთის საკითხავი
 
v6rc51fza4lh9if.png

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ავერსის კლინიკის რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ბეგაშვილის თქმით, აქედან 7 რუსთავის მკვიდრია. 

2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო ოაზისში კონფერენციაში მონაწილე ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის რუსთავის ავერსის კლინიკაში მუშაობს. სასტუმროში 400 ექიმი კონფერენციას ესწრებოდა. ახლა ისინი საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ნაწილდებიან.

3 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღესდღეობით ქვეყანაში საყურადღებო სწორედ ავერსის კლინიკაა.

4 სექტემბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


close დახურვა