logo
ENG



ავტოსაგზაო შემთხვევა ქარელში - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

19 სექ 202010:16
3 წუთის საკითხავი
 

ქარელი-ხაშურის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ცნობით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურთან შეჯახების შემდეგ ამოტრიალდა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის დროს 10 ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.


close დახურვა