ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ქარზაი თალიბანის მეთაურსა და ჰაქანის სამხედრო დაჯგუფების ქსელის ლიდერს, ანას ჰაქანის შეხვდა. ქარზაი ავღანეთის პრეზიდენტი 2004-14 წლებში იყო.
თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, ქარზაის შეხვედრაზე ახლა ძველი ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი სამშვიდობო საკითხებში, აბდულა აბდულა. სხვა დეტალები არ გაჟღერებულა.
ჰაქანის ქსელი თალიბანის დაჯგუფების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქსელს, რომლის ძირითადი ბაზა პაკისტანის საზღვართან მდებარეობს, ყველაზე საშინელ თავდასხმებს მიაწერენ.
თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ რანი ქვეყნიდან გაიქცა. მისმა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კი კონსტიტუციაზე დაყრდნობით, საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
თალიბანი აცხადებს, რომ ავღანეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მუშაობს, თუმცა როგორი იქნება ეს მთავრობა უცნობია. დაჯგუფება ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელეებისთვის "საყოველთაო ამნისტიას" გამოაცხადებს და მომავალ მთავრობაში სამუშაოდ ქალებსაც მიიწვევენ. ქალების უფლებებზე საუბრისას, თალიბანში აცხადებენ, რომ მათ განათლებისა და მუშაობის უფლება მიეცემათა, თუმცა ყველაფერი შარიათის კანონების ფარგლებში მოხდება.
თალიბანის ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აპირებს. კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ამ საკითხს არ განიხილავენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ "ჯერ არ ჩქარობენ".